ავტორი: ეკატერინე ლოლუა
(პროფესიული ორიენტაციისა და სამუშაოს შესრულების უნარ-ჩვევებზე ჩვენს კითხვებს პასუხობს პროფესიული კონსულტანტი გელა ლომიაშვილი)
ხშირად მოგვისმენია სტერეტიპული ფრაზები: „ეს ქალის საქმე არ არის“, „ქალი ამას თავს ვერ გაართმევს“, „კაცივით ვიმუშავე“ და მრავალი ამის მსგავსი. ამ ფრაზებმა იმდენად დაიმკვიდრა საზოგადოებაში თავი, რომ ზოგჯერ ვერც აღვიქვამთ რეალურად რა საფრთხეს შეიცავს და რა მარტივად შეიძლება გახდეს გენდერული დისკრიმინაციის მიზეზი. საქმიანობა, რომელსაც სჭირდება ადამიანური, და არა ქალური, ან კაცური რესურსი, გენდერული სტერეოტიპების ჭრილში მოექცა.
სტერეოტიპების გავლენა პროფესიის არჩევისას და მისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები
დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა აზრი, რომ ქალებსა და მამაკაცებს სხვადასხვა პროფესიები შეესაბამებათ სქესის მიხედვით. ამან განაპირობა პროფესიების ქალურ და კაცურ პროფესიებად დაყოფა. მაგალითად, კაცურ პროფესიებად მოიაზრება: საბანკო საქმე, მენეჯმენტი, პროფესიები, რომლებიც ითხოვს რაოდენობრივი, ან მექანიკური უნარების გამოყენებას და ისეთი პროფესიები, რომლებიც ითხოვენ ფიზიკური სამუშაოს შესრულებას. ამისგან განსხვავებით, ქალურ პროფესიებში გადის: სოციალური და შემოქმედებითი სფერო, მეტი კომუნიკაცია და ნაკლები ფიზიკური დატვირთვა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ეს შეხედულებები მე-20 საუკუნეშივე დაძველდა, საქართველოში პრობლემა დღემდე აქტუალურია, და უმეტეს შემთხვევაში, არსწორი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებს. სტერეოტიპების გათვალისწინებით პროფესიის არჩევისას ადამიანი თავიდანვე არასწორი მიმართულებით მიდის და უმთავრეს შეცდომას უშვებს, სქესის შესაბამისად - ალტერნატივებს იმცირებს. სტერეოტიპულმა არჩევანმა შესაძლოა საერთოდ სხვა მიმართულებით წაიყვანოს ადამიანი, ხოლო არასწორი პროფესიული არჩევანი, თავისთავად, ამცირებს ადამიანის კარიერული წარმატების მიღწევის შანსებს. სწორი პროფესიული არჩევანი ნიშნავს ისეთი პროფესიის არჩევას, რომელიც თანხვედრაშია ადამიანის უნარებთან, შესაძლებლობებთან, ინტერესებთან და ღირებულებებთან, ამავდროულად არჩევანის მიღებისას გათვალისწინებულია შრომის ბაზრის არსებული ტენდენციები. როდესაც პროფესია/სამუშაო შეესატყვისება ადამიანის უნიკალურ პიროვნულ მახასიათებლებს, მას მეტი შანსი აქვს მიაღწიოს პროფესიოლ წარმატებას, ჰქონდეს მაღალი მოტივაცია და შრომითი კმაყოფილება, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ცხოვრების სხვა ასპექტებზეც, ვინაიდან ადამიანთა უმრავლესობა საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს საკუთარ პროფესიასთან. როდესაც ჩემი სამუშაო შეესაბამება ჩემ უნარებს, მე მეტი შანსი მაქვს სამუშაო შევასრულო წამრტებით, როდესაც სამუშაო თანხვედრაში მოდის ჩემს ღირებულებებთან, მე მაქვს მაღალი მოტივაცია შევასრულო სამუშაო, როდესაც სამუშაო ემთხვევა ჩემ ინტერესებს, მე სიამოვნებას მანიჭებს სამუშაოს შესრულება.
სხვაობა ქალისა და მამაკაცის უნარებსა და შესაძლებლობებს შორის კარიერული კონსულტაციის ჭრილში.
არასწორი პროფესიის არჩევას მოყვება რიგი ნეგატიური შედეგები. არასწორი პროფესიის არჩევის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, სწორედ, პროფესიების შესახებ არსებული სტერეოტიპები შეიძლება გახდეს. ეს განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება იყოს საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც ქალის როლი და მის მიმართ შეხედულებები ჯერ კიდევ სტიგმატიზებულია. შესაბამისად, საზოგადიების ნაწილი კვლავ გამიჯნავს ერთმანეთისგან ქალურ და კაცურ პროფესიებს. წარმატებას სხვადასხვა პროფესიაში ადამიანის უნარები, შესაძლებლობები, ცოდნა და პიროვნული მახასიათებლები განაპირობებს, რომელიც ორივე სქესს გააჩნია. ყველაზე „კაცური უნარები“, როგორიცაა მაგალითად, მექანიკური უნარები (რაც მოიაზრებს მანქანა-დანადგარებთან მუშაობას და მათთან მანიპულირების უნარს), თანაბრად შეიძლება ჰქონდეს განვითარებული ქალსაც და მამაკაცსაც. რეალურად, ქალებსა და კაცებს შორის განსხვავება ვლინდება არა მათ შესაძლებლობებში, არამედ არსებულ შეხედულებებში. ყველა უნარი თანაბრად შეიძელბა ჰქონდეს განვითარებული, როგორც კაცს, ისე ქალს. განსხვავებული შეიძლება იყოს ინტერესები და შეხედულები. მათ შეიძლება პროფესიები დაყონ ქალურ და კაცურ პროფესიებად, რეალურად კი, თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ მიაღწიონ წარმატებას ნებისმიერ სფეროში.
სხვადასხვა პროფესიულ ალტერნატივებს შორის არსებულ სტეპეოტიპულ შეხედულებებს ცხადყოფს ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევაც, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროექტების ფარგლებში. კვლევის მიხედვით, ჰოლანდის თვითსაკვლევის საშუალებით, ჩვენ შევძელით, სხვა ფაქტორებთან ერთად, გვეკვლია სქესს შორის განსხვავება პროფესიული არჩევანის გაკეთებისას თვითშეფასების საფუძველზე:
ქართველ კაცებს უფრო მოსწონთ ისეთი რეალისტური სამუშაოების შესრულება, როგორებიცაა მანქანების შეკეთება, ხის ნაკეთობების დამზადება, მექანიკური ხელსაწყოების გამოყენება სამუშაოს შესრულებისას, შენობის გარეთ მუშაობა და ა.შ. მაშინ როცა, ქართველი ქალების ძალიან მცირე პროცენტი ისურვებდა ასეთი სამუშაოების შესრულებას. ამისგან განსხვავებით, სწორედ არსებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, ქალებს კაცებთან შედარებით უფრო მოსწონთ შემოქმედებითი სფეროს ისეთი სამუშაოების/საქმიანობების შესრულება, როგორიცაა მაგალითად მუსიკალურ ინსტუმენტზე დაკვრა, ხატვა, ნოველების ან მოთხრობების წერა, სასცენო შესრულება, ფოტოგრაფია და ა.შ.
საქართველოში ასეთ პროფესიებს ძირითადად ქალურად მოიაზრებენ და შესაძლოა, სწორედ ამიტომ მოწონთ შემოქმედებითი სამუშაოების შესრულება უფრო მეტად ქალებს, ვიდრე მამაკაცებს. ამასთანავე, ქართველ ქალებს, ქართველ კაცებთან შედარებით უფრო მოწონთ სოციალური (ქველმოქმედების მიზნით მუშაობა, სხვებისთვის პირადი პრობლემების გადაჭრა, ფსიქოლოგიური ლიტერატურის კითხვა, ადამიანებთან ურთიერთობების შესწავლა, სხვებისთვის სწავლება, ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებთან მუშაობა და ა.შ.). საინტერესო შედეგები დაფიქსირდა ისეთი პროფესიების შემთხვევაში, რომლების სამუშაოს შესრულებისას მოითხოვენ ინიციატივების გამოჩენას. გვქონდა ვარაუდი, რომ ასეთი სამუშაოების შესრულება მამაკაცებისთვის უფრო სასურველი იქნებოდა, თუმცა საპირისპირო შედეგები მივიღეთ. ქართველ ქალებს უფრო მოსწონთ ისეთი ინიციატივიანი საქმიანობები, როგორიცაა ბიზნესის მართვა, რაიმე ჯგუფის ორგანიზატორობა, სხვების საქმიანობაზე თვალყურის დევნება, ბიზნეს კონსულტანტად მუშაობა და ა.შ.
ერთია რა მოგწვონს და რა გვაინტერესებს, და მეორეა რისი შესრულების უნარი და შესაძლებლობები გვაქვს, რეალურად ჩვენ პროფესიულ წარმატებას სწორედ უნარები განაპირობებენ. თუმცაღა, ჩვენი თვითშეფასება საკუთარი უნარების შესახებ შესაძლებელია სულაც არ შეესაბამებოდეს რეალობას. შეიძლება ვფიქრობდეთ რომ კონკრეტული უნარი კარგად გვაქვს განვითარებული, მაგრამ რეალურად შეიძლება სხვა ისეთი უნარი გვქონდეს განვითარებული, რომელზეც არც დავფიქრებულვართ. მეცნიერთა ძალიან დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ქალებსა და კაცებს ერთნაერად აქვთ განვითარებულის სხვადასხვა უნარები, თუმცა ისინი შეიძლება განსხვავებულად აფასებდნენ საკუთარ უნარებს, რასაც დიდწილად გენდერული სტერეოტიპები განაპირობებენ. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევიდან სწორედ ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება. ქართველი მამაკაცები ბევრად მაღალი ქულებით აფასებენ საკუთარ რეალისტურ უნარებს, ვიდრე ქალები. ეს ცალსახად იმას არ ნიშვანს, რომ მამაკაცებს მართლაც უკეთ აქვთ განვითარებული ე.წ. კაცური უნარები, ეს მხოლოდ თვითშეფასებაა, რომელიც განპირობებულია პროფესიის არჩევის გენდერული სტერეოტიპებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველი კაცკები უფრო მაღალი ქულებით აფასებენ საკუთარ რეალისტურ კომპეტენციებს, როგორიცაა ხაზვა, მანქანის შეკეთება, ავეჯის დიზაინი, ალგებრული ამოცანების შესრულება, შეღებვა, აშენება, წყლაგაყვანილობების შეკეთება და სხვა, ვიდრე ქართველი ქალები. ამისგან განსხვავებით, ისევ გენდერული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, ქალები უფრო მაღალი ქულებით აფასებენ საკუთარ შემოქმედებით უნარებს (მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, სიმღერა, სამსახიობო შესრულება, ძერწვა, აკვარელით ხატვა, ტანსაცმლის ან ავეჯის დიზაინი, ლექსების ან მოთხრობების წერა და ა.შ.), ვიდრე კაცები. ქართველი ქალები ფიქრობენ, რომ უფრო უკეთ აქვთ განვითარებული სოციალური და საკანცელარიო უნარები, ხოლო კაცები ფიქრობენ რომ ეს უნარები არ აქვთ მაღალ დონეზე განვითარებული. რეალურად ეს ნამდვილად არ ნიშვანს, იმას რომ მათ მართლაც უკეთ, ან უფრო ცუდად აქვთ განვითარებული ესა თუ ის უნარი. უფრო რეალურია, რომ თვითშეფასებაზე სწორედ საზოგადოებაში არსებული შეხედულებები ახდენს გავლენას.
განსხვავებულია ქართველი მამაკაცების და ქალების ინტერესები სხვადასხვა პროფესიების მიმართაც, რაც შესაძლებელია, სწორედ, გენდერული სტერეოტიპებით იყოს გამოწვეული. ე.წ. კაცური პროფესიები, როგოიცაა მაგალითად (ავიამექანიკოსი, ავტომექანიკოსი, დურგალი, ინჟინერი, ელექტრიკოსი, პილოტი და ა.შ.) ძალიან ცოტა ქალს მოწონს, თუმცა საინტერესო ის არის, რომ ამ პროფესიებისადმი ინტერესით არც ქართველი კაცები გამოირჩევიან, თუმცა მათ შორის განსხვავება მაინც ძალიან დიდია. ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, როცა საკანცელარიო პროფესიები (ბიუჯეტირების სპეციალისტი, ბანკის მოლარე, საგადასახადო ექსპერტი, ფინანსური ანალიტიკოსი, აუდიტორი, IT სპეციალისტი და ა.შ.) უფრო მეტად მოწონთ ქართველ კაცებს, ვიდრე ქართველ ქალებს.
დასაქმების პრობლემა/სქესობრივი დისკრიმინაცია
არსებული გენდერული სტერეოტიპები ხშირად ვლინდება ვაკანსიების გამოცხადებისას და კადრების შესრჩევისას. მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად დაუშვებელი და არაეთიკურია კონკრეტულ სამუშაო პოზიციაზე სქესის ფაქტორის გათვალისწინება. ქართული ორგანიზაციების დიდი ნაწილი არ უშინდება ვაკანსიის გამოცხადებისას მიუთითოს სქესი, ან უბრალოდ დამალოს და სქესის ფაქტორი რეალურ განმაპირობებლად აქციოს შერჩევის ეტაპზე. შესაძლოა ორგანიზაციამ არ დაწეროს, რომ ის ეძებს კაცს, თუმცა შერჩევის მეორე ეტაპზე დაიბაროს მხოლოდ კაცები. ის ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს სამუშაოს ეფექტიანად და წარმატებით შესრულებას - უნარები, პიროვნული მახასიათებლები, შესაძლებლობები, არ განსხვავდებიან სქესის მიხედვით. ყველას ქალს აქვს სრული შესაძლებლობა და უნარი წარმატებული იყოს ე.წ. კაცურ პროფესიებში და თავისმხირვ, კაცებსაც იგივე შანსი აქვთ წარმატებას მიაღწიონ ე.წ. ქალურ პროფესიებში. უნდა გვახსოვდეს რომ კაცებს და ქალებს თანაბრად აქვთ განვითარებული სხვადასხვა უნარები და პროფესიის არჩევისას უნდა ვეცადოთ ჩვენზე გავლენა არ მოახდინონ გენდერულმა სტერეოტიპებმა. თუ თქვენ ხართ ქალი და თქვენი უნიკალური პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით ყველაზე მეტად შეგესაბამებათ ე.წ. კაცური პროფესიები, ნუ იმსჯელებთ არსებული არასწორი გენდერული შეხედულებებით.
