გენდერული კვოტირება წარმოადგენს ზომას, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური ჯგუფების თანაბარ მონაწილეობას. ასეთი ნორმირების საშუალებით ხდება სხვადასხვა ჯგუფების, ამ შემთხევვაში ქალთა და მამაკაცთა წარმომადგენლობითობის გათანაბრება მოსახლეობაში მათი ხვედრითი წილის ან წარმომადგენლობის საჭიროებიდან გამომდინარე. განიხილავენ ქვოტირების ქვეტიპებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება ქვოტების ფორმირების მიზნებითა და პრინციპებით
- პოლიტიკური პარტიების ნებაყოფლობითი კვოტა
- გენდერული კვოტირება საკანონმდებლო დონეზე
კანდიდატებისათვის/ პარტიის მიერ წარდგენილი სიებისათვის
- "ადგილების რეზერვირება"
გენდერული კვოტების ატლასი საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველ ქვეყანაში ძიების სისტემით ნახოთ თუ რა ტიპის კვოტა მუშაობს პარლამენტის არჩევნებისათვის.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შემთხვევაში კვოტირების რეგულაციებზე დეტალური ინფორმაცია არის მოცემული.
(მუშაობს ტესტურ რეჟიმში, მიმდინარეობს მონაცემთა განახლება)
