პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების ნანა ყეინიშვილის და თემურ ჭკუასელის ინიციატივას, პროპორციულ სიაში გენდერული კვოტირების შესახებ მხარი არ დაუჭირა.
კენჭისყრაზე საკითხი შემდეგნაირად დაისვა: ვინ იყო მომხრე, რომ კანონპროექტი პარლამენტისთვის წარსადგენად საკმარისად მომზადებულად მიჩნეულიყო, პრინციპების დონეზე.
ქალთა პოლიტიკური დაწინაურების ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს მხარი არ დაუჭირეს: ანი მიროტაძემ, გიგა ბუკიამ, ვახტანგ ხმალაძემ და გიორგი კახიანმა.




"რესპუბლიკური პარტია" "ეროვნული ფორუმი" "კონსერვატორები" "მრეწველები"
ინიციატივას მხარი დაუჭირეს: ელისო ჩაფიძემ, პაატა კიკნაველიძემ, თამარ კოძაიამ და თამარ ხიდაშელმა.
კომიტეტმა ასევე არ დაუჭირა მხარი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის" მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას.
ფოტო: www.parliament.ge
