საკითხები
ქორწინება - სოციალური გრძნობიდან გრძნობების ინფლაციამდე
ქორწინება - სოციალური გრძნობიდან გრძნობების ინფლაციამდე

 

 

ავტორი: დავით გოგიშვილი



ჩემი ღრმა რწმენით სიყვარული არის სოციალური გრძნობა, რომელიც ძალიან წააგავს ფულად-საკრედიტო პროცესს და ისევე განიცდის ინფლაციას, როგორც ნებისმიერი ვალუტა. საქართველოში ოჯახის შექმნის და მასთან დაკავშირებული პრობლემების ამომწურავი ანალიზი რომ გავაკეთოთ, ამისათვის საჭიროა ვაწარმოოთ საკითხის სოციალური, ფოლკლორული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ყოვლისმომცველი ანალიზი. ამ საკითხის სწორი, მართებული გზით მოგვარების საქმეში არსებობს მდიდარი გამოცდილება იმ სახელმწიფოებისა და ერებისა, რომელებიც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების მოგვარების მხრივ კვალიფიციურ სუბიექტებს წარმოადგენენ. აქ მხედველობაშია ქორწინების ევროპული და ამერიკული უფრო ,,სვეტსკი,, გაყიდვადი ბრენდები. რომელიც აქცენტირებულია და თავსებადია ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებების, ქალთა შრომითი უფლებებისა თუ მათი სოციალური რეალიზაციის თაობაზე მიღებულ საერთაშორისო აქტებთან თუ კონვენციებთან.

 

ქორწინების ქართული ბრენდი კი მართალია ფორმატულად ქრისტიანული კულტურის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ განსაკუთრებით 20-ე საუკუნის განმავლობაში  მნიშვნელოვნად იქნა გაჯერებული არქაული რწმენა-წარმოდგენებითა და ფოლკის ფერმენტებითა და ნაჟურით. ისეთი, მაგალითად, როგორიცაა: ,,გარიგება,, ,,გადანახულება,, და სხვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ბიჭის სანათესაოს მხრიდან გოგონას ოჯახის სოციალური სამომხმარებლო კალათისა და ოჯახის შიდაეკონომიკის აქტივებისა და პასივების ,,ტონკი,, შესწავლა, ან - პირიქით. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტატისტიკურმა კვვლევამ დაადასტურა გარიგების საფუძველზე შექმნილი ოჯახების მეტი სიმყარე და გარიგებით შექმნილი ოჯახების დანგრევის დაბალი მაჩვენებელი. ისმის კითხვა, თუკი ჩვეულებრივ კვალიფიციურ, სტანდარტულ და ფიზიოლოგიურად ჯანსაღ სიტუაციაში ოჯახის შექმნის საფუძვლად მიიჩნევა სიყვარული, გრძნობა და ლტოლვა, მაშინ რა პრობლემას ვაწყდებით, როცა მასიურად გახშირებულია ე.წ. სიყვარულის ნაღმზე აფეთქების გზით შექმნილი ოჯახების კრახი და განქორწინებები??

 

ჩემი დაკვირვებებითა და უშუალო პრეცედენტული სოციალური დაკვირვებების შედეგად მივედი ერთ დასკვნამდე: ბატონებო ოჯახის შექმნა არის კონკრეტული სოვციალური აქტი და ოჯახი, როგორც სახელმწიფოს სოციალური კუთხით გამართულად ცხოვრების განუყოფელი ფორმატული ნაწილი, არს წყვილთა  შეხედულებების, საერთო ხედვების, სამომავლოდ ოჯახის სწორი, დინამიური გზიტ განვითარების ხედვათა თანხვედრა. ჩემი აზრით ოჯახის სიმყარეს მნიშვნელოვნად განაპირობებს ახალგაზრდა წყვილის მიდრეკილება მიზანდასახულობისა და პროფესიული ზრდისაკენ. რაც უფრო ადრე ასაკში განსაზღვრავს გოგონა ან ბიჭი თუ რისი მიღწევა სურს ცხოვრებაში, იქნება კონკრეტული თავის ამბიციებსა და ცხოვრებისეულ მიზნებში, მით ადრე ცამოუყალიბებს ეს მიზანსწრაფულობა და კონკრეტული მიზანი გემოვნებას და ხედვებს ამა თუ იმ საკითხში. ახალგაზრდა იწყებს ფიქრს, რომ მისი მომავალი ცხოვრების მეგზური   თავსებადი იყოს ამ ცხოვრებისეულ მიზნებთან და პარტნიორის არჩევისას არასოდეს იხელმძღვანელებს გაბატონებული სტერეოტიპებითა და კრიტერიუმებით. მხოლოდ ინსტიქტებისა გრძნობების საფუძველზე წყვილი არაპრაგმატულად აზროვნებს, რაც ხელს უწყობს მათ არარეალიზებულობას. აი სწორედ აქ ეწყება გრძნობებს ინფლაცია. გისურვებთ წარმატებებს.

P.S. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ყოველივე ზემოთთქმული ჩემი პირადი მოსაზრებაა და მას აბსოლიტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ გააჩნია

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service