საკითხები
სასკოლო გენდერი ანუ ფემინიზაცია სკოლაში
სასკოლო გენდერი ანუ ფემინიზაცია სკოლაში

ავტორი: მაია ბლიაძე

გეოგრაფიის დოქტორი, გეოგრაფიის მასწავლებელი


მამაკაცი მასწავლებელი თანამედროვე სკოლაში - შესაძლოა ეს   ვინმეს არააქტუალურ თემად მიაჩნია,  მით უმეტეს მაშინ, როცა განათლების სფეროში ბევრად უფრო გლობალური პრობლემებია: სისტემის რეფორმა, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის დაცემა და სხვ.  მაგრამ დღეს  ამ მასშტაბურ პრობლემებს კი არა, სწორედ სკოლაში მამაკაც მასწავლებელთა საკითზე გავაკეთებთ აქცენტს, იცვლება დრო, მიდგომები განათლებისადმი, მაგრამ ჯაჭვში "ცოდნა- მასწავლებელი - მოსწავლე" მთავრი რგოლი ისევ და ისევ   მასწავლებლია. არადა, ამ ბოლო დროს კი სწორედ მათ მიმართ ისმის კრიტიკული შენიშვნები. ალბათ, საინტერესოა როგორია  სასკოლო გენდერული სტერეოტიპები.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013-14 წლების მონაცემებით, პედაგოგთა რაოდენობა მთლიანობაში 67 152-ს შეადგენს. აქედან ქალ მასწავლებელთა რიცხვი 57 370-ია, მამაკაცთა რაოდენობა კი - 9 782, რაც  მთლიანობაში მასწაველებელთა მხოლოდ 13%-ია.  საჯარო სკოლებში 51 000-მდე ქალი და 9 000-მდე მამაკაცი მუშაობს. ხოლო კერძო სკოლებში 921 მამაკაცი პედაგოგია დასაქმებული, მაშინ  როცა იმავე კერძო სკოლაში ქალ მასწავლებელთა რაოდენობა 6 000-ს აღემატება. ამიტომ ბუნებრივია ჩნდება კითხვები: რატომ არის  სკოლაში მასწავლებელთა უმრავლესობა ქალი და რატომ მიდიან ქართულ სინამდვილეში მამაკაცები სკოლაში მასწავლებლად იშვიათად?  სად გაქრნენ მამაკაცი მასწავლებლები? ქალი და მამაკაცი სკოლაში   - რა არის  ეს: მძიმე ხვედრი თუ თავისუფალი არჩევანი? სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით და საქართველოში დამკვიდრებული სტერეოტიპების თანახმად, პედაგოგობა, ე.წ. "ქალური პროფესიადაა"  მიჩნეული. ეს კი მისი დაბალ ანაზღაურებადობითა და  ასევე  მისი ნაკლებად პრესტიჟულობით აიხსნება. სამწუხაროდ, სწორედ ეს არის საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ნორმები.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  კვლევის მიხედვით, "ქალის საქმედ" მასწავლებლობასთან ერთად კიდევ რამდენიმე პროფესია დასახელდა: ფარმაცევტი, ექიმი (პედიატრი), ჟურნალისტი, ბანკის ოპერატორი, ხელოვნება (დიზაინერი, მკერავი, მუსიკოსი), მცირე ბიზნესი, არასამთავრობო სექტორი და მომსახურების სფერო. გაეროს თვისებრივი კვლევის მიხედვით, პედაგოგიკა ქალისთვის უფრო შესაფერისად მიიჩნევა, ვიდრე კაცისთვის, რადგან  „ქალი უფრო ამტანია" და უფრო უძლებს სკოლაში სწავლების რეჟიმს. ამასთან, პედაგოგიკა ქალისთვის ოპტიმალურად მიიჩნევა, რადგან მას არ უწევს მთელი დღის სამსახურში გატარება. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებრივი აღქმის დონეზე პედაგოგი ქალი მომავალი თაობის აღმზრდელია, შესაბამისად, რაღაც კუთხით იგი ახდენს ოჯახში საკუთარი როლის გადმოტანას უფრო ფართო მასშტაბებში.მამაკაც მასწავლებელთა აზრით  მთავრი პრობლემა  პედაგოგის დაბალი ხელფასია. მათი აზრით,  უფრო მეტი მამაკაცი იქნებოდა დღეს სკოლის მასწავლებელი, ანაზღაურება, რომ მაღალი ყოფილიყო. ისინი თვლიან, რომ პედაგოგობა ყველაზე აუნაზღაურებელი პროფესიაა და ამიტომ მამაკაცების უმეტესობა მას არ ირჩევს, რადგან ოჯახის რჩენა მასწავლებლის ხელფასით რთულია. თუმცა არსებობს გამონაკლისები და პედაგოგობას ალბათ უფრო ისინი ირჩევენ, ვისაც ბავშვების დიდი სიყვარული აქვსსკოლა   მთლიანობაში რუტინულ შრომას მოითხოვს. პედაგოგობა  ყოველდღიური, ერთფეროვანი და დატვირთული სამუშაოა. მაამაკაცები კი ძნელად ეგუებიან ერთფეროვნებას. მათ მუდივად ესაჭიროებათ ცვლილებები, ახალი სიუჟეტები. ამასთან მათ ბევრად ნაკლები  მოთმინების უნარი აქვთ ქალებთან შედარებით, ამიტომაც  უჭირთ სკოლაში მუშაობა. არადა, სკოლა მამაკაც პედაგოგის გარეშე  იგივეა რაც არასრული ოჯახი. იქ შეიძლება იყოს სიმყუდროვეც, კომფორტიც, სითბოც, მაგრამ  ყოველთვის იქნება გამძლეობის, იმედიანობის, სიძლიერის,  დაცულობის ნაკლებობა. მომავალი მამაკაცის გაზრდა მამაკაცის გარეშე საკმაოდ რთულია. მამაკაცური მაგალითი ბიჭებისთვის ბევრ გაკვეთილს სჯობს. სკოლაში  ის მუშაობს,  ვინც მასწავლებლადაა დაბადებული, ვისაც სჯერა,  რომ მასწავლებლობა შორეული მოქმედების პროფესიაა და ერთ-ერთი უმთავრესია  ჩვენს პლანეტაზე, ვინც კლასში, გაკვეთილზე ისე შედის, როგორც ტაძარში.

 

ალბათ, საინტერესოა როგორია სასკოლო გენდერული სტერეოტიპები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013-14 წლების მონაცემებით, პედაგოგთა რაოდენობა მთლიანობაში 67 152-ს შეადგენს. აქედან ქალ მასწავლებელთა რიცხვი 57 370-ია, მამაკაცთა რაოდენობა კი - 9 782, რაც მთლიანობაში მასწაველებელთა მხოლოდ 13%-ია. საჯარო სკოლებში 51 000-მდე ქალი და 9 000-მდე მამაკაცი მუშაობს. ხოლო კერძო სკოლებში 921 მამაკაცი პედაგოგია დასაქმებული, მაშინ როცა იმავე კერძო სკოლაში ქალ მასწავლებელთა რაოდენობა 6 000-ს აღემატება. ამიტომ ბუნებრივია ჩნდება კითხვები: რატომ არის სკოლაში მასწავლებელთა უმრავლესობა ქალი და რატომ მიდიან ქართულ სინამდვილეში მამაკაცები სკოლაში მასწავლებლად იშვიათად? სად გაქრნენ მამაკაცი მასწავლებლები? ქალი და მამაკაცი სკოლაში - რა არის ეს: მძიმე ხვედრი თუ თავისუფალი არჩევანი?

 

სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით და საქართველოში დამკვიდრებული სტერეოტიპების თანახმად, პედაგოგობა, ე.წ. "ქალური პროფესიადაა" მიჩნეული. ეს კი მისი დაბალ ანაზღაურებადობითა და ასევე მისი ნაკლებად პრესტიჟულობით აიხსნება. სამწუხაროდ, სწორედ ეს არის საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ნორმები.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, "ქალის საქმედ" მასწავლებლობასთან ერთად კიდევ რამდენიმე პროფესია დასახელდა: ფარმაცევტი, ექიმი (პედიატრი), ჟურნალისტი, ბანკის ოპერატორი, ხელოვნება (დიზაინერი, მკერავი, მუსიკოსი), მცირე ბიზნესი, არასამთავრობო სექტორი და მომსახურების სფერო. გაეროს თვისებრივი კვლევის მიხედვით, პედაგოგიკა ქალისთვის უფრო შესაფერისად მიიჩნევა, ვიდრე კაცისთვის, რადგან „ქალი უფრო ამტანია" და უფრო უძლებს სკოლაში სწავლების რეჟიმს. ამასთან, პედაგოგიკა ქალისთვის ოპტიმალურად მიიჩნევა, რადგან მას არ უწევს მთელი დღის სამსახურში გატარება. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებრივი აღქმის დონეზე პედაგოგი ქალი მომავალი თაობის აღმზრდელია, შესაბამისად, რაღაც კუთხით იგი ახდენს ოჯახში საკუთარი როლის გადმოტანას უფრო ფართო მასშტაბებში.მამაკაც მასწავლებელთა აზრით მთავრი პრობლემა პედაგოგის დაბალი ხელფასია. მათი აზრით, უფრო მეტი მამაკაცი იქნებოდა დღეს სკოლის მასწავლებელი, ანაზღაურება, რომ მაღალი ყოფილიყო. ისინი თვლიან, რომ პედაგოგობა ყველაზე აუნაზღაურებელი პროფესიაა და ამიტომ მამაკაცების უმეტესობა მას არ ირჩევს, რადგან ოჯახის რჩენა მასწავლებლის ხელფასით რთულია. თუმცა არსებობს გამონაკლისები და პედაგოგობას ალბათ უფრო ისინი ირჩევენ, ვისაც ბავშვების დიდი სიყვარული აქვსსკოლა მთლიანობაში რუტინულ შრომას მოითხოვს. პედაგოგობა ყოველდღიური, ერთფეროვანი და დატვირთული სამუშაოა. მაამაკაცები კი ძნელად ეგუებიან ერთფეროვნებას. მათ მუდივად ესაჭიროებათ ცვლილებები, ახალი სიუჟეტები. ამასთან მათ ბევრად ნაკლები მოთმინების უნარი აქვთ ქალებთან შედარებით, ამიტომაც უჭირთ სკოლაში მუშაობა. არადა, სკოლა მამაკაც პედაგოგის გარეშე იგივეა რაც არასრული ოჯახი. იქ შეიძლება იყოს სიმყუდროვეც, კომფორტიც, სითბოც, მაგრამ ყოველთვის იქნება გამძლეობის, იმედიანობის, სიძლიერის, დაცულობის ნაკლებობა. მომავალი მამაკაცის გაზრდა მამაკაცის გარეშე საკმაოდ რთულია. მამაკაცური მაგალითი ბიჭებისთვის ბევრ გაკვეთილს სჯობს. სკოლაში ის მუშაობს, ვინც მასწავლებლადაა დაბადებული, ვისაც სჯერა, რომ მასწავლებლობა შორეული მოქმედების პროფესიაა და ერთ-ერთი უმთავრესი პროფესიაა.



ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service